ავიაკომპანია Air-India Express-მა აბუ დაბიში ექსტრემალური დაშვება განახორციელა, თუმცა მგზავრის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. არაბული მედია წერს, რომ ავიაკომპანია Air India, რომელიც საუდის არაბეთიდან ინდოეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ავარიული დაშვება განახორციელა.
35 წლის მუჰამედ სალიმი, რომელსაც აბუ დაბიში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უწევდნენ გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
ეკიპაჟს თვითმფრინავი დუბაიში უნდა დაესვა, თუმცა მას შემდეგ რაც მგზავრს სისხლიც წასცდა თვითმფრინავი აბუ დაბიში დასვეს.