ხვალ, 5 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და მთავრობის ეკონომიკური გუნდი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება.
როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ქართული დელეგაცია სტამბულში, 5 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო სავალუტი ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე სტამბულში 6 ოქტომბერსაა დანიშნული. ამასთან, დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრების გამართვაც, რომლის პროგრამაც ამ ეტაპზე ზუსტდება.
წინასწარი ინფორმაციით, გილაურთან ერთად თურქეთში ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილიც გაემგზავრება