ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიწის მასაში 2 მუშა მოყვა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ისინი მიწას თხრიდნენ.
ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანებები არცერთს არ აქვს.
დაზარალებულები კერძო კომპანიის თანამშრომლები არიან, ისინი მიწას ერთ-ერთი მშენებარე კორპუსამდე, საკანალიზაციო მილების მისაყვანად თხრიდნენ.