სტამბოლი-ბოდრუმის რეისი წყვილის “ზასაობის” გამო გადაიდო. თურქული მედია წერს, რომ Rixos Premium Bodrum-ის მმართველი მეხმეტ ტულუნაი ცოტა ხნის უკან ყვითელი პრესის ფურცლებზე მოხვდა. ამისი მიზეზი კი სასტუმროს მმართველის უმდიდრესი ქორწილი იყო. საქორწილო მოგზაურობიდან დაბრუნებული მეხმეტ ტულუნაი სკანდალში ისევ გაეხვა.
დღეს დილით 40 წლის მეხმეტი და მისი 29 წლის მეუღლე, საქორწილო მოგზაურობიდან კერძოდ კი კუბიდან სტამბოლში დაბრუნდნენ და სტამბოლიდან კი ბოდრუმში უნდა გადაფრენილიყვნენ.
წყვილი უკვე ბორტზე იმყოფებოდა, როდესაც ახლად დაქორწინებულებმა კოცნა დაიყწეს, რამაც სხვა მგზავრებში უკმაყოფილება გამოიწვია და წყვილს ქმედების შეწყვეტა მოსთხოვეს.
საქმის გარჩევაში უკვე ყველა მგზავრი მამაკაცი ჩაერთო. სალონში განვითარებული მოვლენების ფონზე თვითმფრინავის კაპიტანს უკვე დაძრული თვითმფრინავი დამუხრუჭება და მისი პარკინგზე გადაყვანა მოუხდა.
თვითმფრინავმა სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისი 1,5 საათიანი დაგვიანებით, ორი ოჯახის გამოკლებით, განახორციელა, რომლებიც ბორტიდან სამართალდამცავებმა ჩაიყვანეს.