ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ სულეიმანიაში მდებარე სასტუმრო "სომაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ერაყის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებით, ხანძარი შემთხვევით, ელქტროგაყვანილობიდან გაჩნდა და ეს ტერორისტული აქტი არ ყოფილა.
"ასოშიეიტიდ პრესის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან ქალებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები იმისათვის, რომ ცეცხლს მორიდებოდნენ მაღალი სართულებიდან, ფანჯრებიდან ხტებოდნენ. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სწორედ ამის გამო დაიღუპა.
ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა და მეხანძრეები მის ლოკალიზებას 7 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.