საფრნგეთის პოლიციამ ჩეჩნური წარმოშობის სამ პირს ტერორისტებთან კავშირისთვის ბრალდება წაუყენა. რუსული მხარის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დოკუ უმაროვის ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.
საფრანეგთის პოლიციის წყაროს მონაცემებით ოთხი ეჭვმიტანილი ტერორისტებთან კავშირისთვის გასულ კვირას სარტის დეპარტამენტში დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული მალევე გაათავისუფლეს.
მისი ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ ფრანგ კოლეგებს აცნობა, რომ რამდენიმე ჩეჩენს, რომლებიც სარტის დეპარეტამენტში ცხოვრობენ, სავარაუდოდ იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და მოსკოვის რუქა აქვთ, რომელზეც აღნიშნულია ტერორისტული იერიშების ობიექტები.