ცნობილი რუსი მწერამი მიხაილ ზადოროვი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალი ონკოლოგიურ დაავადებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა. თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ექიმებმა მას გასულ წელს დაუსვეს.
ზადორივის შემოქმედებითი კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. 90-იან წლებში მას რუსულ ტელეარხებზე იუმორისტული გადაცემები მიჰყავდა. ცნობილი სატირიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.
ზადოროვი პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი იყო და ყირიმის ანექსიას ღიად უჭერდა მხარს.