"სითი პარკის" საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხები", - ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
თუმცა, როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ლევან ტაბიძე განმარტავს, კახა კალაძეს არარეალური სტატისტიკა მიაწოდეს.
“არჩეულმა მერმა ისაუბრა 99%-ზე, გასაჩივრებული ჯარიმების. ეს სტატისტიკა არ არის რეალური და ვფიქრობთ, რომ მას არ მიაწოდეს რეალური სტატისტიკა, რადგანაც რეალურად გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0.2% ხდება სადაო და აქედანაც დავის შემდეგ, უმეტეს საქმეებს იგებს კომპანია "სითი პარკი". შეკითხვები ჰქონდა დავით ნარმანიასაც, აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის ყოფილმა მერმა, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიას შეუკვეთა კვლევა, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, სადაც დასკვნის მიხედვით წერია, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კომპანიას შეუწყდეს კონტრაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ახორციელებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას პირნათლად და კანონის დაცვით,“ - განაცხადა ლევან ტაბიძემ.