სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი სკანდინავიის ქვეყნებში ცხოვრობს. Gallup -ის გამოკითხვის თანახმად, ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში დანია ლიდერობს. ლიდერთა შორის ასევე მოხვდნენ ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. როგორც ჟურნალი "ფორბსი" წერს, ამ ქვეყნებს კეთილდღეობის საკმაოდ მაღალი დონე აქვთ.
დანიაში კარგად ცხოვრობს რესპოდენტთა 82 პროცენტი, 17 პროცენტს გარკვეული პრობლემები გააჩნიათ, მხოლოდ 1 პროცენტმა აღიარა, რომ შეჭირვებულად ცხოვრობენ.
ნორვეგიაში გამოკითხვის თანახმად არავის უჭირს. ქვეყანაში ბედნიერი მოსახლეობა 69 პროცენტს შეადგენს. ნიდერლანდებსა და შვედეთეთში ბედნიერად 68 პროცენტი ცხოვრობს.
მეექვსე და მეშვიდე ადგილები შესაბამისად კოსტა-რიკამ და ახალმა ზელანდიამ გაიყო. ორივე ქვეყანაში ბედნიერი ცხოვრების დონე 63 პროცენტს შეადგენს.
155 ბედნიერ ქვეყანას შორის რუსეთი 73-ე ადგილზე აღმოჩნდა. აქ ყოველი მეხუთე ადამიანი გაჭირვებულად ცხოვრობს, 57 პროცენტზე მეტს კი პრობლემები აქვს. მომდევნო 74-ე ადგილი უკრაინამ დაიკავა.