საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება.
პროკურატურის განმარტებით, მოწმეები დაადასტურებენ იმ გარემოებას, რომ სწორედ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკვეთით მოხდა გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრების ცემა, მოწმეები ასევე დაადასტურებენ, რომ მათ პატიმრების წამება უნდა დაებრალებინათ და ეთქვათ, რომ ეს ყველაფერი კოალიცია “ქართული ოცნების” დაკვეთით ხდებოდა.
პროკურორის თქმით, დღევანდელი მოწმეები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას პატიმრების არადამიანურ მოპყრობაში და ასევე ერთ-ერთი მათგანი იღებდა ე.წ. “კარანტინის” დაშლის კადრებს.