„თივიემარის“ მიხედვით, 6 ნოემბერს, წამყვანი ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებიდან დედაქალაქში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „კურიერი“ ლიდერობს.
თბილისის მასშტაბით, „რუსთავი 2“-ის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 12,45%-მა უყურა, საშუალოდ, „კურიერმა“ ქვეყნის მასშტაბით 12,27% დაწერა.
განსხავავებული სურათია რეგიონებში. თბილისის გარდა, საქართველოს დანარჩენ ნაწილში ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ ლიდერობს. მას რეგიონის მოსახლეობის 14,04%-მა უყურა. რეგიონებში „კურიერის“ წილი კი, 11,92% მოდის.
ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო გამოშვებას თბილისის მასშტაბით 0,57%, ხოლო რეგიონის 0,78%-მა ადევნა თვალი. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით „იბერიას“ საინფორმაციო გამოშვებას 1,96%-მა უყურა.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს“, მას თბილისის მოსახლეობის 0,48%-მა, ხოლო რეგიონის მოსახლეობის 0,07%-მა უყურა, ანუ საშუალოდ, განახლებულ საინფორმაციო გამოშვებას 0,34%-მა ადევნა თვალი.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებული საინფორმაციო გამოშვება, შეცვლილი დროით 21:00 საათზე გუშინ ეთერში პირველად გავიდა.
საინფორმაციო გამოშვებების რეიტინგი „ჯი-ეიჩ-ენ“-მა მოიპოვა.