გიორგი ონიანის გამამტყუნებელ განაჩენს, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ონიანის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში ონიანის საწინააღმდეგოდ არცერთი მტკიცებულება არსებობს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანს დღეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ის წარდგენილ ყველა ბრალში დამნაშავედ ცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.