ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი მაწანწალა ძაღლებს შეეჯახა. ინციდენტი საბერძნეთში, კუნძულ როდოსის აეროპორტში მოხდა, მაშინ როდესაც თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა. ინციდენტის შედეგად Ryanair-ი იძულებული გახდა ბორტი უკან აეროპორტში დაებრუნებინა.
უცხოური მედია იტყობინება, რომ ინციდენტს თვითმფრინავისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. მაშ შემდეგ რაც თვითმფრინავის პილოტმა გაიგო, რომ ძაღლებს შეეჯახა, დისპეჩერს უკან დაბრუნების ნებართვა სთხოვა, რათა ხომალდი უსაფრთხოების მიზნით შეემოწმებინათ.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ლაინერს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და მან რეისი განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც აეროპორტში მაწანწალა ძაღლებმა თვითმფრინავებს და ზოგადად მგზავრებს საფრთხე შეუქმნეს.