გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 7 – 8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.
დედაქალაქში 7 – 9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.