სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიოს 30 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების 60 მონაწილეს მასპინძლობს, რომლებიც აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სემინარში მიიღებენ მონაწილეობას.
სემინარის მიზანია აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება და თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებში.
ორშაბათს, 6 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ღონისძიებას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი გახსნის