ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.
ადგილობრივი ოჯახის ძაღლის პათოლოგიურ მასალაში ცოფი ლაბორატორიულად დადასტურდა და პრევენციის მიზნით ვაქცინაცია სოფელში არსებულ ყველა ცხოველს ჩაუტარდა.
სოფელში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.
ამ ეტაპზე გრძელდება საკარანტინო ღონისძიებები.