თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ათი პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეტალურად განეხილა 63 საჩივარი და საოლქო კომისიების მიერ მიღებული ოქმები ბათილად ეცნო.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, საჩივრები შეეხებოდა იმ დარღვევებს, რომელიც სხვადასხვა უბნებზე ფიქსირდებოდა. მათი თქმით, წარმოდგენილია ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, თუ როგორ ხდებოდა ერთი ადამიანის მხრიდან რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ასევე, წარმოდგენილია მტკიცებულებები ე. წ. „კარუსელებთან“ დაკავშირებითაც.
პარტიები სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.