ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი, რომელიც აშშ-იდან თეირანში დაბრუნდა, აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ თანამშრომლობისთვის 50 მლნ დოლარი შესთავაზა, რაზედაც მან უარი თქვა.
ამირი 2009 წლის ივნისის დასაწყისში საუდის არაებთში დაიკარგა. თეირანი აცხადებდა, რომ იგი აშშ-ის სპეცსამსახურებმა ვაშინგტონში წაიყვანეს და ამერიკის ხელისუფლებისგან მისი სამშობლოში დაბრუნება მოითხოვეს. დასავლეთის მედიის ინფორმაციით, მეცნიერი ირანში არ დაბრუნდა და აშშ-ის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა თავისი ნებით დაიწყო. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ამირმა აშშ დატოვა და სამშობლოში მესამე ქვეყნის გავლით გაემართა.
"სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მითხრეს, რომ 50 მლნ დოლარს მომცემდნენ და მე და ჩემს ოჯახს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში შესაბამის ცხოვრების პირობებს შეგვიქმნიდნენ, თუ ირანში დაბრუნებაზე უარს ვიტყოდი", _ განაცხადა ამირმა.
მეცნიერის თქმით, მას ასევე 10 მლნ დოლარი შესთავაზეს, თუ იგი "სი-ენ-ენ-ს" 10-წუთიან ინტერვიუს მისცემდა, სადაც განაცხადებდა, რომ აშშ-ში თავისი სურვილით იმყოფებოდა.
მანამდე გამოცემა ჭასჰინგტონ Pოსტ-ი წერდა, რომ ამირმა სპეცსამსახურებისგან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციისთვის 5 მლნ დოლარი მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც მან აშშ დატოვა, ეს თანხა მისთვის მიუწვდომელი გახდა.
გატაცებამდე ამირი თეირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში "მალეკ აშტარში" რიგით სპეციალისტად მუშაობდა. ოფიციალური თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამასთან ამირის კავშირს უარყოფს.