თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით ადვოკატ ქეთი ბექაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ ცოტნე გამსახურდიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დღეს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდია მეზობლის - დავით ბაჯელიძის დაჭრისთვის 28 ოქტომბერს დააკავეს, 30-ში კი მას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეჩენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.