გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში, უნალექო და თბილი ამინდებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ ქვეყნის, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ რაიონებში.
4 ნოემბერს დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა +18 +23 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში - +13 +18.
თბილისშიც უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 ნოემბერს მოიმატებს. დღეს +18 გრადუსი იქნება.