მერლინ მონროს სახლი ლოს-ანჟელესში, სადაც მსახიობმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი თვეები გაატარა, შესაძლოა, 3,595 მლნ დოლარად გაიყიდოს.
მსახიობმა სახლი თავისი ფსიქოლოგის რჩევით იყიდა. ეს მისი პირველი და საკუთარი ერთადერთი სახლი იყო. მონროს სახლი ძალიან მოსწონდა, რადგან იგი გზიდან მოშორებით მდებარეობდა და ხმაურისგან დაცული იყო. მერლინი სპეციალურად მექსიკაშიც კი მიემგზავრებოდა, რათა სახლისთვის ავეჯი და ტექსტილი შეეძინა.
ახლანდელმა მფლობელებმა სახლი 1994 წელს 995 ათას დოლარად შეიძინეს. უნდა აღინიშნოს, რომ მონრომ სახლი 90 ათას დოლარად იყიდა. ამისათვის მან 15-წლიანი კრედიტი აიღო.