გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) პროექტის TETRA TECH AND ხელმძღვანელს, დევიდ სმიტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილეს, ლორა ბერგერს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) პროექტის TETRA TECH AND საკვანძო საკითხები და ასევე სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
„დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) პროექტის მიზანია საქართველოში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის ამაღლება, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების სხვადასხვა დონეზე.