31 ოქტომბერს, თურქეთში ქალაქ ქირშეჰირში მცხოვრებმა 60 წლის ქალმა მაღაზიაში რამდენიმე პატარა ზომის პური იყიდა. თუმცა სახლში მისულმა სადილისას ერთ-ერთ პურში შავი ნივთიერება აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, პურში გაღუნული მონეტა ეგდო, რომელიც შესაძლოა ადამიანის კბილის დაზიანების მიზეზიც კი გამხდარიყო.
მეორე დღეს, ქალმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესწავლა დაიწყო და იმავდროულად საქმე რეაგირებისთვის სხვა სათანადო უწყებას გადაუგზავნა.