„პირველი ისტანციიდან სააპელაციო სასამართლოში საქმე აქამდე გადაგზავნილი არ ყოფილა, თურმე, რაღაც წერილობით მიმართვას ელოდებოდნენ. საქმე სააპელაციო სასამართლოში 2 დღის წინ გადაიგზავნა. სამი მოსამართლე: ბარბაქაძე, კაპანაძე და ისაევი გადაწყვეტენ, ამ საქმეს წარმოებაში მიიღებენ თუ არა. ამას დაახლოებით, 10 დღე დასჭირდება. იმედია, საქმეს წარმოებაში მიიღებენ, რადგან ჩვენს გარდა, პირველი ისტანციის გადაწყვეტილება პროკურატურასაც გასაჩივრებული აქვს“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მახრემ სწორედ პირველი ისტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.