დეპუტატების წინააღმდეგ, ნოემბრის თვიდან, შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის დაწყებისას, რომელიც დღეს საათნახევრის დაგვიანებით გაიხსნა.
”მიუღებელია პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მექანიზმი არის სანქციები. შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრის თვიდან. ეს არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სხდომებში მონაწილეობის, დასწრებისა და დაგვიანებების მხრივ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს”, - განაცხადა კობახიძემ.