ხვალ, 5 ოქტომბერს, 13.00 სააათზე კომპანია `გაერთიანებული ტელეკომი~ სასტუმრო `რედისონში~ გამართავს ახალი პროდუქტის NOVUS TV - ის პრეზენტაციას.
ახალი პროდუქტი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სრულყოფილი და მაღალხარისხიანი ტელევიზია ინტერნეტის მეშვეობით, ისარგებლოს მინიმუმ 100 არხით. სურვილის მიხედვით შეარჩიოს სპორტული, გასართობი და საინფორმაციო არხები. შეუძლია დააპაუზოს ცოცხალი ეთერი, გადაახვიოს რამდენიმე დღის წინ გასული გადაცემები და მიიღოს ინფორმაცია მისთვის სასურველ დროს. შექმნას ინდივიდუალური პაკეტები ოჯახის წევრებისთვის. ონლაინ რეჟიმში შეუკვეთოს და შეიძინოს პროდუქცია.
კომპანიამ ამ პროექტის გასახორციელებლად მთლიანად გამოცვალა სახაზო-საკაბელო მეურნეობა და მოამზადა თავისი ინფრასტრუქტურა თანამედროვე ტექნოლოგიების დასანერგად.