მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბრალდებული ოთარ აბესაძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. სასამართლოში საბადრაგო სამსახურმა წერილი წარადგინა, რომელშიც აბესაძე აცხადებს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურს. ის აღნიშნავს, რომ თანახამაა, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს, რადგან მისი ინტერესების დამცველებს სრულად ენდობა.
აბესაძის უფლებადამცველებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, რადგან მათთვის ბრალდებულის ეს პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, მათთვის უცნობია აბესაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება რატომ მიიღო.
აბესაძის საქმეზე დღეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დაიკითხება. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განუცხადა, აღნიშნული თანამშრომელი უშუალოდ მონაწილეობდა აბესაძის დაკავებასა და ჩხრეკაში. ამასთან, პროკურორის თქმით, მერიის ყოფილი თანამშრომლის დაკავების ოპერაციაში სულ 3 სამართალდამცავი იყო ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივნისს დააკავეს.