საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M საქართველოში პირველ მაღაზიას 18 ნოემბერს გახსნის.
რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" მაღაზია სამ სართულზე, 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.
"ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს", – აღნიშნავს H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში კლაუდია ოსვალდი.