ადამიანის უფლებების დამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელი ცნობილია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს ნატალია ესტემიროვას მკვლელობის წლისთავზე გააკეთა.
"გარკვევით და ზუსტადაა დადგენილი მკვლელობის შემკვეთი - ქილერი", _ განაცხადა მედვედევმა ეკატერინბურგში რუსულ-გერმანული კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, "გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით სრული სვლით მიმდინარეობს. ასეთ საქმეებთან დაკავშირებით შედეგები მალე არ იდება ხოლმე მართლა გულდასმით თუ არ იმუშავე", _ განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად გამოძიების ქმედებები მიმართული იქითკენ, რომ გარდა შემსრულებლისა შემკვეთის ვინაობაც გახდეს ცნობილი და მასზეც ძებნა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩენი უფლებების დამცველი ნატალია ესტემიროვა გასული წლის 15 ივლისს მოკლეს. დამნაშავეები მას თავს დაესხნენ დილით, როდესაც სახლიდან გამოდიოდა. ესტემიროვა თეთრ "ვაზ-2107" ავტომობილში ჩასვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მისი ცხედარი მრავალრიცხოვანი ცეცხლსასროლი ჭრილობებით, ინგუშეთის ნაზრანის რაიონში, სოფელ გაზი-იურტთან ფედერალურ გზატკეცილ "კავკაზის" სიახლოვეს 100 მეტრში აღმოაჩინეს.