სკანდალი მოსკოვი-სტამბოლის რეისზე. გავრცელებული ინფორმაციით მგზავრი თვითმფრინავის საპირფარეშოში შევიდა და დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოსულა. მამაკაცის მტკიცებით, მას ფრენისას მუცელი ასტკივდა და ამიტომ საპირფარეშოში ყოფნა გაუხანგრძლივდა. მამაკაცს თან ჩანთა ჰქონდა, სადაც მისივე მტკიცებით სუფთა შიდა თეთრეული ედო. მამაკაცის საქციელმა ბორტგამყოლისა და მგზავრების დაეჭვება გამოიწვია. ამიტომ თვითმფრინავის ეკიპაჟმა გადაწყვეტილება მიიღო და ხომალდი ოდესის აეროპორტში დასვა. აეროპორტში მამაკაცი და მისი ჩანთა პოლიციას გადასცეს. ჩანთას კინოლოგები იკვლევენ.