ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ონიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამორიცხული არ არის დღეს განაჩენიც დადგეს. სასამართლო ახლა რეპლიკების ეტაპზეა.
როგორც ონიანი აღნიშნავს, მის საქმეზე მთავარი მოწმე, გამომძიებელი პროკურატურის მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. ბრალდებული იმედოვნებს, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.
ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ მთავარ მოწმეზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა და პროკურატურას მტკიცებულებათა ერთობლიობა გააჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანს ბრალი 2013 წელს წაუყენეს მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.