ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯთან დაკავებული 43 წლის ჯონი თათარაშვილი და 20 წლის გიორგი შუკაკიძე ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები.
როგორც გიორგი შუკაკიძის ოჯახის წევრები ამბობენ, შუადღეს მიტოვებული მანქანა თანასოფლელმა ნახა და ოჯახს შეატყობინა. მათივე ინფორმაციით, შუკაკიძის მობილური ტელეფონი ჩართულია.
ამ დროისათვის ორივე მათგანი ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, თუმცა ჯარიმის თაობაზე ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ასევე, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მათ გასათავისუფლებლად.