პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის პილოტებზე ზეწოლას ახდენდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერფაქსმა" პოლონური ტელევიზიის TVN 24-ზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც პილოტების საუბრების გაშიფრული ჩანაწრი გამოაქყევყნა.
ახალ ჩანაწერში ისმის ეკიპაჟის ხელმძღვანელი არკადიუშ პროტასიუკის ხმა,:" თუ არ დაეშვებიან, ის მოკლავს მას". მანამდე ტელეარხის მონაცემებით, აღნიშნული ფრაგმენტი მონიშნული იყო, როგორც გაურკვევლი მონაკვეთი. ტელაეარხი TVN 24 ასევე აღნიშნავს, რომ გაშიფრული ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალური წყაროებიდან მიიღეს.
მანამდე მედია ავრცელებდა ვერსიებს, რომელთა თანახმად, ეკიპაჟს დაჯდომას აიძულებდნენ, რადგან პოლონეთის დელგაცია კატინში აგვიანებდა.
როგორც გამოძიებისას გაირკვა, კატასტროფამდე პილოტებთან ორი უხცო ადამიანი იმყოფებოდა. თვადაპირველდ რუსული მხარე აცხადებდა, რომ კატასტროფის მიზეზი პილოტების შეცდომა გახდა. ამავე დროს პოლონეთის წარმომადგენლები მომხდარში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებდნენ.