ზალცბურგის აეროპორტში ავიაკომპანია Enter Air-ის კუთვნილი Boeing 737-800 კატასტროფას გადაურჩა. თვითმფრინავი ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე დასაშვებად ემზადებოდა, როდესაც ჰაერის მასებმა ხომალდი მკვეთრად შეარყია.
თვითმფრინავმა უკანა ბორბლები მკვეთრად შეახო ბილიკს და ამის შემდეგ აფრენა შეძლო. Boeing 737-800-ის ეკიპაჟმა გადაწყვეტილება მიიღო და უკან, ფრანკფურტში დაბრუნდა. ძლიერი ქარის მიზეზი კი გახდა ქარიშხალი „ჰერვარტი“, რომელიც ამ დროისათვის ევროპაში მძვინვარებს.