ჩინეთში 13 საათიანი ჩვენების შემდეგ 14 წლის რუსი მოდელი გარდაიცვალა. სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელის ელვირა ზაიცევას განცხადებით, ბოლო წუთამდე იყო რწმენა, რომ ვლადი გადარჩებოდა, თუმცა ის ღამის 3 საათზე გარდაიცვალა.
გოგონას 2 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა. სტატისტიკური მონაცემებით, მსგავსი შემთხვევების 80%-ი ფატალურად მთავრდება. მოდელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. ექსპერტიზის შემდეგ გოგონას გვამს რუსეთში გადაასვენებენ. აღნიშნულ პროცედურას კი რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგანაც შესაბამისი საბუთებია მოსაწესრიგებელი.
როგორც ელვირა ზაიცევა ამბობს, მოდელს დაავადება სწრაფი ტემპით განუვითარდა. ჯერ კიდევ 3 დღის უკან ვლადი ჯანმრთელი იყო და საიუვილერიო კატალოგის გადაღებებშიც კი მიიღო მონაწილეობა. გოგონა მოდელად 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ვლადმა ანორექსიის დამარცხება შეძლო, რაც მოდელების უმეტესობას აწუხებს.
გასულ წელს გოგონამ მოახერხა და ერთ-ერთ კონკურსში „ტოპ მოდელის“ ტიტული მიიღო.
ჩინეთში ჩასვლა და მისი ერთ-ერთი მივლინება იყო. პეკინში გამართულ ჩვენებაში ვლადიმ მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო.