„პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფო კანცელარიასთან, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მჯდომარე აქციას მართავს.
პარტიის ლიდერების განმარტებით, ალიანსის 100-მდე წევრი მთავრობის ადმინისტრაციასთან იქამდე იქნება, ვიდრე მთავრობა არ გადადგება.
მჯდომარე აქციის პარალელურად, ალიანსის მხარდამჭერები რჩებიან პარლამენტის შენობასთან და შიმშილობას განაგრძობენ.