ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავი მიკროავტობუსიდან 7 ბავშვი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ მოძრავი მიკროავტობუსის კარი გააღეს და გადმოვარდნენ. დაშავებული ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ამ წუთებში დამატებითი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
დაშავებულთაგან, 6 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მე-7 ბავშვს კი თავზე ტრავმა აქვს მიღებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.