მარტივ სესხებთან დაკავშირებით, რჩევის სახით საკმარისია ერთი სიტყვა და ეს სიტყვა გახლავთ Vivus.
სწორედ Vivus -ია საუკეთესო საშუალება სესხის მარტივად მისაღებად.
რატომ?
Vivus ge -ში არ არის საჭირო ისეთი დამღლელი პროცედურები როგორიცაა: ფინანსური ორგანიზაციის ოფისში ვიზიტი, რიგში დგომა, დოკუმენტების შეგროვება, გასაუბრება და ლოდინი.
აქ ყველა პროცედურა სწრაფად და მარტივად ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. გარდა ამისა, vivus -ში სესხები ადვილად ხელმისაწვდომია.
მინი კრედიტების მისაღებად არ გჭირდებათ არც თავდები და არც თანამსესხებელი.
საკმარისია, იყოთ 20 -დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, გქონდეთ საქართველოში მოქმედი პირადი საბანკო ანგარიში და შეგეძლოთ სწრაპი სესხის დაფარვა.
Vivus გახლავთ კარგი არჩევანი იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც თქვენს ავტომობილს სასწრაფოდ სჭირდება შეკეთება, თქვენ კი საჭირო თანხას არ ფლობთ.
განსაკუთრებით დიდ ხარჯებს, ყოველი ავტომობილი მოითხოვს ზამთრის წინა პერიოდში, რადგან თქვენი ოთხ ბორბლიანი მეგობარი ცივი სეზონისთვის არის მოსამზადებელი.
თუ ახალბედა ავტომფლობელი ხართ და ჯერ არ იცით როგორ უნდა მოამზადოთ მანქანა ზამთრისთვის, საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით.
მაშ ასე, ზამთარში ავტომობილს ესაჭიროება:
სეზონის შესაფერისი საბურავები.
სველ, თოვლიან ან მოყინულ გზებს თან ახლავს მოცურების საშიშროება. მისი თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სპეციალური საბურავები.
საიმედო აკუმულატორი
ცივ სეზონზე აკუმულატორმა შეიძლება გიმტყუნოთ.
თუ ავტომობილის დაქოქვისას უსიამოვნო სიურპრიზების მიღება არ გსურთ, მაშინ აღჭურვეთ თქვენი მანქანა საიმედო აკუმულატორით.
ავტომობილის ზეთი
ზეთის შეცვლა რეკომენდირებულია წელიწადში ორჯერ და ყოველთვის სასურველია ხარისხიანი, თვენი ავტომობილის მარკისა და მოდელისთვის შესაფერისი პროდუქციის შერჩევა.
ცივ სეზონზე, ავტომობილის ზეთის შერჩევისას კი დამატებითი გარემოების, კერძოდ კი ცივი ტემპერატურის გათვალისწინებაც დგება დღის წესრიგში.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავტომობილის ზეთები სხვადასხვა კლასებად იყოფა და ისინი ჰაერის ტემპერატურასაც უნდა მოარგოთ.
მაგალითად: თუ ტემპერატურა მინუს 10 გრადუსზე დაბალი არ არის, საჭიროა 20W–30 კლასის ზეთის შერჩევა.
მინუს 15 გრადუსამდე ტემპერატურაში ავტომობილს სჭირდება 15W-30 კლასის ზეთი.
არსებობს ზეთები უფრო დაბალი ტემპერატურისთვისაც, თუმცა საქართველოში მათი საჭიროების წინაშე არ დადგებით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მინუს 15 გრადუსზე დაბლა ჩვენს ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა არასოდეს ჩამოდის.
მანქანის საბარგული ზამთარში
ზამთარში, ავტომობილის საბარგულში სასურველია, რომ მოგეპოვებოდეთ თოვლისგან ავტომობილის გასასუფთავებელი საშუალება, ეს შესაძლოა იყოს ჩვეულებრივი ცოცხიც.
ასევე, მინებიდან ყინულის მოსაშორებელი სითხე.
შორ გზაზე მგზავრობისას კი კარგი იდეაა საბარგულში ნიჩბის ჩადება, რაც შესაძლოა თოვლიან გზაზე ძალიან კარგად გამოგადგეთ.