23 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე, სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით, სომხეთის მოქალაქის მ.ა-ს, კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერება (ტეტრაჰიდროკანაბინოლი - 3.2 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.