ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაცის წესის დარღვევას გულისხმობს.