დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატები შევიდნენ. მათი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სამართლებრივი საკითხები იქნება, რომლის მიხედვითაც უკვე სააპელაციო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს დავა.
ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან 4 ადვოკატი შევიდა. ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი შეხვედრისას გვერდს ვერ აუვლიან იმ საკითხს, რომელიც გუშინ მეუფე დიმიტრის ციხეში ვიზიტს შეეხება.
„სასამართლო მეგობარს ვერ ჩავრთავთ ისე, რომ ჩვენ ეს მასალები არ მივაწოდოთ, ბუნებრივია, მან რომ თავისი აზრი გამოხატოს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, უნდა ჰქონდეს საქმის მასალებთან წვდომა. ჩვენ ამის საშუალება არ გვეძლევა, რომ ჩვენ მას ის მივაწოდოთ. ამ დეტალებზე და სხვა დეტალებზე გვექნება საუბარი,“ - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.