26 ოქტომბერს ფოთის ამბულატორიულ ცენტრში თბილისიდან მოწვეული მამოლოგი მოსახლეობას კონსულტაციებს და მამოგრაფიულ კვლევებს უფასოდ ჩაუტარებს.
კონსულტაციის დღეს საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით შესაძლებელი იქნება პაპ ტესტის და გინეკოლოგის კონსულტაციის უფასოდ ჩატარება.
უფასო კონსულტაციებზე მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 55 05 05.