თბილისში, დიდუბის რაიონში სპეცოპერაცია დასრულდა.
ვანის ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული, სავარაუდოდ, ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა.
ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.