9:30 საათისთვის, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში ორი საჩივარია დაწერილი. ორივე სარჩელი "სამართლიანმა არჩევნების" მიერაა დაწერილი, - ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბათუმის 26-ე უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი არ შეუშვეს. 61-ე უბანზე კი, კომისიის წევრმა წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო.
ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.