საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 644 საარჩევნო უბანი (მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი), არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი კი, 08:00 დაიწყო და 20:00 საათამდე გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია ორი გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია 1 153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.