საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ი მოუწოდებს საქართველოს და რუსეთს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ ის პირები, რომლებმაც გასული წლის აგვიტოში მომხდარი ომის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიეს.
"მსოფლიო თანამეგობრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმაზე, თუ ვინ გაისროლა პირველად, თუმცა არ შეიძლება სამართლის იგნორირება. ხალხი, რომელთა ცხოვრება ომის შედეგად დაინგრა, ჯერ კიდევ ელოდება სამართალს"- ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ -გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
მიმართვაში ხაზგასმულია რამდენიმე ქმედება, რომელიც როგორც ქართული, ისე რუსული შეიარაღებული ძალების მიერ განახორციელდა.