ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ცეცხლის გაიხსნა, რომლის შედეგად ორი ადამიანია მოკლული. გარდაცვლილები ყირგიზეთის მოქალაქეები არიან. მძიმედაა დაჭრილი ერთი ყაზახი მესაზღვრე. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების სასაზღვრო კომიტეტის დირექტორის მოადგილე ამანგელდი აბილკანოვი.
"ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ჯგუფი აღმოაჩინა", _ განაცხადა ამანგელდი აბილკანოვმა.
მისივე თქმით, მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეები ცხენების რემას ყაზახეთიდან ყირგიზეთში მთის ბილიკებით მიერეკებოდნენ.
"მათი შეჩერებისა და საბუთების შემოწმების მცდელობისას დამრღვევებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწიეს. ისინი პირველები დაესხნენ თავს მესაზღვრეებს და ერთი დაჭრეს", _ აცხადება აბილკანოვი.