ჩინეთის აღმოსავლეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 59 დაკარგულად ითვება, ხოლო მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი.
ქვეყნს სამოქალაქო განსახლების საქმეების სამინისტროს ინფორმაციით, წვიმების შედეგას ზიანი მიადგა 29 მილიონ ადამიანს, მილიონზე მეტი კი ევაკუირებულია, ეკონომიკურმა ზარალმა 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, დანგრეულია 93 ათასი სახლი და განადგურებულია 253 ათასი ჰექტარი ნათესები.
ექვსი საათის განმავლობაში მოსულმა ნალექმა დაანგრია გზები, შეწყვეტილია ელეტქროენერგია და მწყობრიდანაა გამოყვანილი კომუნიკაცია.
სინოპტიკისების პროგნოზი არასაიმედოა _ 12 პროვინციაში კვლავ უამინდობას ელიან.