უამინდობის გამო, ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა - ძლიერმა წვიმამ ქალაქში მდინარე ოღასკურას კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, შედეგად დატბორილია ბუხაიძის ქუჩა, ასევე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტი მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება ზარალის დათვლა.