უამინდობამ პრობლემები შექმნა ფოთშიც, ზღვის ღელვის სიმძლავრე 6 ბალს შეადგენს და საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.
გარდა ამისა, ქარმა დააზიანა ხეები, რამდენიმე უბანს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სინოპტიკოსების ცნობით, ფოთში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები რეაგირებისთვის მზად არიან.